მთავარი მთავარი მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! – კახა კალაძე ,,ლანჩხუთის” წარმატებას გამოეხმაურა

მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! – კახა კალაძე ,,ლანჩხუთის” წარმატებას გამოეხმაურა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

ლეგენდარული ფეხბურთელი და ამჟამად თბილისის მერი კახა კალაძე ,,ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის” წარმატებას გამოეხმაურა.

კალაძე ქართულ გუნდს გამარჯვებას ულოცავს და აცხადებს, რომ ,,ლანჩხუთის”, ამ საოცარი გუნდის წარმატება ეამაყება.

თბილისის მერი გურულებს ჩემპიონთა ლიგაზე წინსვლას და გამარჯვებებს უსურვებს.

კახა კალაძე: ,,ქართულ სპორტში, ქართულ ფეხბურთში. სასიხარულო ამბავი. მოხდა! პირველად, ისტორიაში, ქართული საფეხბურთო კლუბი ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. გურიის ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთმა“ ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი ეტაპი გადალახა.

ჩვენმა გოგონებმა გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 დაამარცხეს! ვულოცავ! მეამაყება და ვაფასებ ამ საოცარ გუნდს! ვუსურვებ წინსვლას და გამარჯვებებს ამ ასპარეზობაში! ვგულშემატკივრობთ მთელი საქართველო! ” -წერს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” თბილისის მერი კახა კალაძე.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი