მთავარი მთავარი ტოჩინოშინმა გამარჯვება იზეიმა და კაჩი-კოშის მიუახლოვდა

ტოჩინოშინმა გამარჯვება იზეიმა და კაჩი-კოშის მიუახლოვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
52 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ ორთაბრძოლაში ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა სუმოს წლის დასკვნით სუპერტურნირ ჯიუჩიგაცუ ბაშოზე მე-7 გამარჯვება იზეიმა.

ტოკიო ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში ლევან გორგაძემ მე-3 მაეგაშირა ოკინოუმი დაამარცხა და მაკე-კოშიზე ანუ უარყოფით ბალანსზე გაუშვა.

ტოჩინოშიანმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილი დოჰიოდან იორიკიროთ გაიყვანა და აქტივში მე-7 გამარჯვების ჩაწერის შემდეგ კაჩი-კოშის ანუ დადებით ბალანს მიუახლოვდა.

ქართველს მიზნის მისაღწევად ნოემბრის ბაშოზე დარჩენილი 2 ბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდება.

ხვალ, ტოჩინოშინი მე-12 მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეის შეერკინება.

ესეც ლევანის გამარჯვების ამსახველი ვიდეო: https://adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი