მთავარი მთავარი ჯუიჩიგაცუ ბაშოზე ოძეკი ტაკაკეიშო ერთპიროვნულად გალიდერდა

ჯუიჩიგაცუ ბაშოზე ოძეკი ტაკაკეიშო ერთპიროვნულად გალიდერდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
14 ნახვა

სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის დასკვნით სუპერტურნირ ჯუიჩიგაცუ ბაშოზე 13 დღოს შემდეგ ერთპიროვნულად ოძეკი ტაკაკეიშო გალიდერდა.

ტაკაკეიშომ რამდენიმე წუთის წინ ლიდერთა ბრძოლაში მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი დაამარცხა.

იაპონელმა ოძეკიმ მეტოქეს ოშიდაშით სძლია და 12 მოგებითა და ერთადერთი მარცხით იუშოს ანუ ჩემპიონობის ყველაზე რეალური კანდიდატია.

იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში ოძეკი ტაკაკეიშოს მთავარი კონკურენტი კომუსუბი ტერუნოფუჯი გახლავთ.

დღეს, ექს-ოძეკიმ ოშიდაშით მე-10 მაეგაშირა რიუდენს მოუგო.

ხვალ, ოძეკი ტაკაკეიშო სეკივაკე მიტაკეუმის დაუპირისპირდება.
11-2 ბალანსის მქონე რიკიშები მე-17 მაეგაშირა შიმანოუმი და კომუსუბი ტერუნოფუჯი ურთიერთობას ერთმანეთთან გაარკვევენ.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი