მთავარი მთავარი 3 მონაწილე, 3 მედალი – ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

3 მონაწილე, 3 მედალი – ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია

ავტორი კახა მიხანაშვილი
30 ნახვა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ჯუდოს ევროპის ჩემპიონატის მე-2 დღე ქართველებისთვის წარმატებული გამოდგა.

დღეს, ქართველებიდან კონტინენტის პირველობაზე სამი ჯუდოკა გამოვიდა. მათ სამივე სინჯის მედალი მოიპოვეს.

ევროპის ჩემპიონი -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი გახდა.
გრიგალაშვილმა გადამწყვეტ ორთაბრძოლაში ბულგარელ ივაილო ივანოვს იპონით 45 წამში სძლია.

ტატო გრიგალაშვილმა საჩემპიონო გზიდან იტალიელი კრისტიან პარლატი, ბერძენი თეოდოროს დემურციდისი, თანამემამულე ლუკა მაისურაძე და მოქმედი ჩემპიონი ბელგიელი მატიას კასე ჩამოიტოვა.

ბრინჯაოს მედალი ლუკა მაისურაძემ დაისაკუთრა.

გრიგალაშვილთან წაგების შემდეგ მაისურაძე რეპეჟაში გადაერთო.   ბრინჯაოს მედლისათვის გამართულ შეხვედრაში ქართველმა ფალავანმა ნიდერლანდელ ფრენკ დე ვიტს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი იპონით დასცა ტატამზე.

ვერცხლის მედალს დასჯერდა ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი.

შავდათუაშვილმა ფინალური ორთაბრძოლა მოლდაველ ვიქტორ სტერპუსთან წუთნახევარში იპონით წააგო.

ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზს მძიმე წონოსნები გადაიბარებენ.
ქართველებიდან კონტინენტის პირველობაზე 2017 წლის ევროპის ჩემპიონი ბექა ღვინიაშვილი, 3-გზის ევროპის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი, მსოფლიოსა და ევროპის 2-გზის ჩემპიონი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი გამოვლენ.

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე დაიწყება.
ფინალური ბლოკი 19:00 საათზეა დანიშნული.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი