მთავარი მთავარი ნოვაკ ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის 1/2 ფინალში გავიდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
19 ნახვა

ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში მიმდინარე წლის შემაჯამებელ ტურნირზე მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა  1/2  ფინალის საგზური მოიპოვა.

ჯოვოვიჩმა A ჯგუფის მე-3 ტურის შეხვედრაში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს 2-სეტში 6-3, 7-6 სძლია.

ჯგუფში პირველი ადგილი რუსმა დანილ მედვედევმა დაიკავა.
სლავმა ჩოგბურთელმა არგენტინელი დიეგო შვარცმენს იოლად, 2-სეტში 6-3, 6-3 დაამარცხა.

1/2 ფინალში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრიელ დომინიკ ტიმს დაუპირისპირდება.
რაფაელ ნადალი კი რუს დანილ მედვედევს შეერკინება.

1/2 ფინალური ბრძოლები 21 ნოემბერს, შედგება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი