მთავარი მთავარი არის კაჩი-კოში! – ტოჩინოშინმა ჯიუჩიგაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა

არის კაჩი-კოში! – ტოჩინოშინმა ჯიუჩიგაცუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა

ავტორი კახა მიხანაშვილი
38 ნახვა

რამდენიმე წუთის წინ სუმოს სამშობლოს დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე 2020 წლის ბოლო სუპერტურნირ ჯიუჩიგაცუ ბაშოზე ქართველმა რიკიშიმ ლევან გორგაძემ მე-8 გამარჯვება იზეიმა.

ტოჩინოშინმა კაჩი-კოში ანუ დადებითი ბალანსი მე-12 მაეგაშირა ბრაზილიელ კაისეისთან გაიფორმა.

ბრძოლის დასაწყისში ორივე რიკიშიმ ერთმანეთს ორივე ხელი მავაშიში ჩაავლო და ფიზიკური ბრძოლა გაჩაღდა.
ჯანში ქართველმა სამხრეთ ამერიკელ მეტოქეს აჯობა და იორიკირით დოჰიოს მიღმა გაიყვანა.

ნოემბრის ბაშოს დასრულებამდე ერთი დღის ადრე ლევან გორგაძეს 8 მოგების წილ, 6 მარცხი გააჩნია. ჩვენებურმა დასახული მიზანს მიაღწია, რის გამოც მომავალ ბაშოზე უფრო მაღალი წოდებით გამოვა.

მიმდინარე ბაშოზე ქართველი რიკიში მე-7 მაეგაშირას რანგში გამოდიოდა.

ესეც ტოჩინოშინის გამარჯვების ვიდეო: https://adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი