მთავარი მთავარი ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ცნობილია

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი ცნობილია

ავტორი კახა მიხანაშვილი
15 ნახვა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტის  გადაწყვეტილებით, ფედერაციის  საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა  2020 წლის 18 დეკემბერს ქალაქ დუშეთში გაიმართება.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობაზე
დღის წესრიგით შემდეგი საკითხები იქნება განხილული.:

⭕  დელეგატთა რეგისტრაცია 09:00სთ
⭕  საარჩევნო-საანგარიშო ყრილობის გახსნა 10:00სთ
⭕  ფედერაციის ანგარიში
⭕  საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები
⭕  საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის, ვიცე-პრეზიდენტების და აღმასრულებელი კომიტეტის წევრების წარდგენა/დამტკიცება
⭕  სხვადასხვა.

,,Covid-19” პანდემიით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტობის მსურველთა განცხადებების მიღება მ ხ ო ლ ო დ ფედერაციის ელ.ფოსტის მეშვეობით /📧 info@geowf.ge/
2020 წლის 11 დეკემბრის 18:00 საათამდე  იქნება  შესაძლებელი.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლებელია  ყრილობის ჩატარების  ფორმატი, დრო  ან ადგილმდებარეობა შეიცვალოს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი