მთავარი საქართველოლეგიონერები შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ზედიზედ მეორედ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

შოთა არველაძის ,,ფახთაქორი” ზედიზედ მეორედ უზბეკეთის ჩემპიონი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
24 ნახვა

უზბეკეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის მატჩში შოთა არველაძის ,,ფახთაქორმა” ტაშკენტში ,,კოკანდ 1912” 2:1 სძლია და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ დაისაკუთრა.

არველაძის შეგირდებმა ჩემპიონობა 3 ტურით ადრე გაინაღდეს.

შოთა არველაძესთვის ,,ფახთაქორის” მთავარი მწვრთნელის რანგში ეს მე-4 ტიტული გახლავთ.
შარშან ტაშკენტელებმა არველაძის ხელმძღვანელობით ,,ოქრო ჰეთთრიკი” გაახერხეს და ქვეყნის ჩემპიონობის გარდა უზბეკეთის თასი და სუპერთასი დაისაკუთრეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი