მთავარი მთავარი ოძეკი ტაკაკეიშო იუშოს მიუახლოვდა

ოძეკი ტაკაკეიშო იუშოს მიუახლოვდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
16 ნახვა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ,,რიოგოკუ კოკუგიკანის” სასახლეში 2020 წლის სასკვნითი სუპერტურნირი ჯუიჩიგაცუ ბაშო დასასრულს მიუახლოვდა.

დღეს, ნოემბრის ბაშოზე ბოლოსწინა დღის ორთაბრძოლები გაიმართა.

იუშოს ანუ ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი ოძეკი ტაკაკეიშოს გააჩნია. მან მე-13 გამარჯვევა იზეიმა.

ტაკაკეიშომ სეკივაკე მიტაკეუმის ცუკიდაშით სძლია.

იმპერატორის თასის მოპოვების შანსს კომუსუბი ტერუნოფუჯი ინარჩუნებს. მან მე-17 მაეგაშირა შიმანოუმის იორიკირით მოუგო და მიმდინარე ბაშოზე 12-2 ბალანი გააჩნია.

ჯუიჩიგაცუ ბაშოს ბოლო დღეს ერთმანეთს სწორედ ოძეკი ტაკაკეიშო და კომუსუბი ტერუნოფუჯი შეერკინებიან.

ტაკაკეიშო გამარჯვების შემთხვევაში იმპერატორის თასს აღმართავს.
ტერუნოფუჯის მოგების ვარიანტში კი იუშოს ბედი კეტეისენით ანუ დამატებითი საფინალო ბრძოლით გადაწყდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი