მთავარი საქართველოეროვნული ლიგა ბათუმის ,,დინამომ” ,,დილას” სძლია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ბათუმის ,,დინამომ” ,,დილას” სძლია და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს

ავტორი კახა მიხანაშვილი
11 ნახვა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” მე-16 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ბათუმის ,,დინამო” და გორის ,,დილა” დაუპირისპირდნენ.

ბათუმის ახალ სტადიონზე გამართულ მატჩში ერთადერთი გოლი გავიდა.
68-ე წუთზე აჭარელთა გუნდის ფეხბურთელმა გიორგი ნიქაბაძემ
ფრანგ ვაგნერ გონსალვეშის პასით გაიტანა.

ზღვისპირელებს გოლის გატანა მანამდეც შეეძლოთ. 41-ე წუთზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ჯაბა ჯიღსურმა პენალტი ვერ გაიტანა.

,,დინამომ” შეხვედრა კაცნაკლულმა დაასრულა.
მსაჯმა დავით ხარიტონაშვილმა ბათუმელებს 78-ე წუთზე ნიგერიელი მცველი ბენჟამინ ტეიდი გაუძევა.

ბათუმის ,,დინამომ” ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგრივა და ლიდერ თბილისის ,,დინამოს” მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

,,დილა” კი 24 ქულით მე-3 ადგილს იკავებს. თან შიდა ქართლელებს კონკურენტებზე ორი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.

,,საბურთალო” (თბილისი) 1:0 ,,ტორპედო” (ქუთაისი)
59′ გულიაშვილი (1-0)

,,თელავი”  1:1 ,,ლოკომოტივი”  (თბილისი)
14′ სიხარულიძე (0-1), 49′ მოსიაშვილი პენ. (1-1)

,,დინამო” (ბათუმი) 1:0 ,,დილა” (გორი)
68′ ნიქაბაძე (1-0)
გამოუყებელი პენალტი:  41′  ჯიღაური (,,დინამო”)
გაძევება: 78′ ტეიდი  (,,დინამო”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი