მთავარი მსოფლიო6 ერი უელსთანაც უქულოდ დავმარცხდით

,,შემოდგომის ერთა” თასის მე-2 ტურის შეხვედრაში საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად, უელსთან 18-ქულიანი სხვაობით წააგო.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მატჩი  ამჯერადაც, უქულოდ დაასრულა.

,,უელსელმა დრაკონებმა” 2 ლელო გაიტანეს.
პირველ ტაიმში ლელო გარემარბმა ლუის რის-ზამიტმა დადო.
მეორე ნახევარში კი თავი ჰავბეკმა რის ვებმა გამოიჩინა.
მგეზავმა კალუმ შედიმ თავი 8 ქულას მოუყარა. მან 2 ჯარიმა და ერთი გარდასახვა გამოიყენა.

ამ გამარჯვებით უელსის ნაკრებმა 6-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

საქართველოს ნაკრებს ,,შემოდგომის ერთა თასზე” ქულა არ აქვს მოპოვებული და A ჯგუფში ბოლო ადგილზე იმყოფება.
უელსი კი 4 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

შემოდგომის ერთა თასი.
მე-2  ტური

ჯლანეჰლი, ,,პარკ ი სკარლეთი”

უელსი 20:0 საქართველო

უელსი: 15. ლიამ უილიამსი, 14. ჯონი მაშენიკოლი, 13. ნიკ ტომპკინსი, 12. ჯონი უილიამსი, 11. ლუის რის-ზამიტი, 10. კალუმ შედი, 9.კირან ჰარდი;
1.ვინ ჯონსი, 2. ელიოტ დი, 3. სამსონ ლი, 4. ჯეკ ბეილი, 5. სებ დევისი, 6. ჯეიმს ბოტჰემი, 7. ჯასტინ ტიპურიკი (კაპ.), 8. აარონ ვაინვაიტი

მარქაფა
ჯონა ჰოლმესი, 22. იოან ლოიდი, 21. რის ვები; 16. სემ პერი, 17. ნიკ სმიტი, 18. ლეონ ბრაუნი, 19. კორი ჰილი, 20. ჯეიმს დევისი

2 ლელო: ლუის რის-ზამიტი, რის ვები
გარდასახვა: კალუმ შედი
2 ჯარიმა: კალუმ შედი (2)

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე,  14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე,  12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე

1. მიხეილ ნარიაშვილი,2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ბექა გიგაშვილი,
4. გრიგორ ქერდიყოშვილი,  5. კოტე მიქაუტაძე
6. ოთარ გიორგაძე,  7. ბექა საღინაძე,  8. ბექა გორგაძე

23. თამაზ მჭედლიძე, 22. დემურ თაფლაძე, 21. გელა აფრასიძე;
16. გიორგი ჭყოიძე,
17. გურამ გოგიჩაშვილი,
18. ლექსო ყაულაშვილი,  19. ლაშა ჯაიანი,  20. გიორგი თხილაიშვილი.

საქართველოს ნაკრების პრესტიჟულ ტურნირზე მე-3 მატჩს 29  ნოემბერს, ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი