9 მოგება და 6 მარცხი.
სუმოს წლის დასკვნითი სუპერტურნირი ჯიუჩიგაცუ ბაშო ქართველმა რიკიშიმ ტოჩინოშინმა ასეთი შედეგით დაასრულა.
ლევან გორგაძემ ბოლო ორთაბრძოლაში სეკივაკე ტაკანოშო დაამარცხა.
ტოჩინოშინმა ამომავალი მზის ქვეყნის შვილს ჰატაკიკომით მოუგო.
ქართველი რიკიში ნოემბრის ბაშოზე მე-7 მაეგაშირას წოდებით გამოდიოდა. ლევან გორგაძე კაჩი-კოშის დაფიქსირების შემდეგ იანვრის ბაშოზე სავარაუდოდ, მე-4 მაეგაშირას წოდებით წასრდგება.