მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ლევან მაისაშვილი: ,,ჩვენი მიზანია ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და გამოცდილება მივიღოთ”

ლევან მაისაშვილი: ,,ჩვენი მიზანია ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და გამოცდილება მივიღოთ”

ავტორი კახა მიხანაშვილი
,,შემოდგომის ერთა თასზე” მე-2 ტურში უელსთან გამართული მატჩის პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გააკეთა.

,,ბორჯღალოსანთა” თავკაცი კოტე მიქაუტაძის ტრავმას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან ნეკნი დაიზიანა. ამ დღეებში სურათს გადაუღებენ და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

მაისაშვილის აზრით, უელსთან მატჩის ანგარიში თამაშის მსვლელობას არ ასახავს.

ლევან მაისაშვილი: „საწყენია, რომ თამაშის მსვლელობა ანგარიშს არ ასახავს. შეგვეძლო შეტევაში უკეთ გვეთამაშა და ქულები აგვეღო, რასაც სამწუხაროდ ისევ ვერ ვახერხებთ. იმედგაცრუებული ვარ შერკინებაში ბევრი ჯარიმით.

დაცვის და შეტევის მოლი უკეთესი იყო, თუმცა გადამწყვეტ მომენტში მეტოქის ლელოდან 5 მეტრში დავკარგეთ ბურთი. მთლიანობაში უკეთესი შეტევები გვქონდა, მაგრამ ცუდ ამინდში ბურთი ცურავდა და გვქონდა ტექნიკური წუნი. შეიძლებოდა ჯარიმების გატანაც, მაგრამ ანგარიში 18:6 თუ იქნებოდა, ამით არაფერი შეიცვლებოდა. მორაგბეები თავდაჯერებულები იყვნენ და ლელოზე თამაში არჩიეს, რასაც პრობლემად არ ვთვლი.

ჩემი აზრით, გუნდი თამაშიდან თამაშამდე ვითარდება, თუმცა არის პრობლემებიც.

ინგლისი უელსზე უკეთესი გუნდია, თუმცა ჩვენ შეტევაშიც და დაცვაშიც ახლა უკეთ ვითამაშეთ ვიდრე ერთი კვირის წინ. პრობლემად რჩება სტატიკური ფაზები, სადაც ბევრჯერ დავჯარიმდით და ბურთი დავკარგეთ. უკეთესობა გვაქვს თამაშის მართვაში, თუმცა ეს ჯერ კვლავ პრობლემად რჩება. ასეთი დონის მოწინააღმდეგესთან ბურთის და ტერიტორიის კონტროლი მნიშვნელოვანია, რაც პირველ ტაიმში ვერ მოვახერხეთ.

წინ გვაქვს ირლანდიასთან შეხვედრა, რომელიც ექვსი ერის გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა. მოსამზადებლად ერთი კვირა გვაქვს. ორშაბათამდე გვეცოდინება რა მდგომარეობაა ტრავმების მხრივ და მზადებაც ამის მიხედვით დაიგეგმება.

სამწუხაროდ, კოტე მიქაუტაძემ ნეკნი დაიზიანა. მას სურათს გადაუღებენ და დაზიანების სიმძიმე ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

,,შემოდგომის ერთა თასზე” ჩვენი მიზანია, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წავიწიოთ და მივიღოთ გამოცდილება. ” – აცზადებს ,,ბორჯღალოსანთა” გუნდის მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა ,,შემოდგომის ერთა თასზე” მე-2 ტურის შეხვედრა უელსის გუნდთან 0:18 წააგო.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი