მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები ბექა ბურჯანაძე: ,,გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა”

ბექა ბურჯანაძე: ,,გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა”

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის შესარჩევი ტურნირის მატჩებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი ვერ დაეხმარება.

ბექა ბურჯანაძემ, გიორგი ცინცაძემ და მიხეილ ბერიშვილმა ნაკრებში ვერ ჩამოსვლის მიზეზებზე ისაუბრეს.

ბექა ბურჯანაძე: ,,უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მუხლი მაწუხებს. ჩვენი გუნდის ექიმისა და ფიზიოთერაპევტების თქმით, გადატვირთვის შედეგად მუხლში სითხე ჩამიდგა და ცოტათი გამისივდა. ბოლო თამაშების შემდეგ უფრო გამიუარესდა სიტუაცია. ამ ვირუსის გამო გადადებული თამაშები კალენდარში მჭიდროდ ჩაგვისვეს და მოკლე დროში ბევრი თამაში მოგვიწია. 4-5 დღეში 3 მატჩი ვითამაშეთ და ასეთ დატვირთვას ჩემმა მუხლმა ვერ გაუძლო. ეს არ არის ის მუხლი, რომელიც ადრე მაწუხებდა, მეორე ფეხია და ამიტომ ცოტა ზედმეტად ვნერვიულობ, რომ რამე სერიოზული პრობლემა არ აღმოჩნდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ არ შემიძლია ფინეთში ჩასვლა და ნაკრების დახმარება. ამ ფეხით ამის სანახევროდ გაკეთებაც წარმოუდგენელია. სულით და გულით თქვენთან ვარ ბიჭებო, თვალს მუდმივად გადევნებთ და გქომაგობთ. იმედი მაქვს, მალე ჩავდგები მწყობრში და შევძლებ ნაკრების დახმარებას.

გიორგი ცინცაძე: ,,არაბთა გაერთიანებუილი საამიროების ჩემპიონატი არ ჩერდება და ნაკრებში რომ წამოვიდე, უმეტესი თამაშების გაცდენა მომიწევს. რეგულარულ ჩემპიონატში სულ 8 მატჩია დაგეგმილი და თუ გავითვალისწინებთ ქვეყანაში შემოსვლისთვის დაწესებულ ორკვირიან კარანტინს, 5-6 მატჩის გაცდენა მომიწევს, რაზეც გუნდი თანახმა არაა”.

მიხეილ ბერიშვილი: ,,ყატარის ჩემპიონატში კვირაში 2-3 მატჩი ტარდება და ნაკრებში წასვლით, საკარანტინე პერიოდის გათვალისწინებით, საკმაოდ ბევრი შეხვედრის გაცდენა მომიწევდა. ამის გარდა, შესაძლებლობა არსებობს, რომ ქვეყნის დატოვების შემთხვევაში უკან დროულად, ან საერთოდ ვერ დავბრუნდე. საბუთების მოგვარება იქნებოდა დიდი პრობლემა და გარკვეულ რისკებთან დაკავშირებული. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი და იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სანაკრებო ფანჯრისას მომეცემა საშუალება, ჩვენს გუნდს დავეხმარო”.

საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, ფინეთს შეხვდება.
30 ნოემბერს, კი შვეიცარიას დაუპირისპირდება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი