დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 2020 წლის სეზონის ფინალური შეხვედრა, რომელიც 25 ნოემბერს გორში უნდა გამართულიყო, ფინალის მონაწილე ერთ-ერთი გუნდის წევრთა უმრავლესობის კორონავირუსით ინფიცირების გამო, მატჩის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, გადაიდო.
მატჩი 4 დეკემბერს, 16:00 საათზე კვლავ გორში, ,,თენგიზ ბურჯანაძის სახელობის” სტადიონზე გაიმართება.
2020 წლის საქართველოს თასის ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის წარმომადგენლები – წყალტუბოს “სამგურალი” და ,,გაგრა” დაუპირისპირდებიან.
წყარო: gff.ge