საქართველოს მოჭადრაკე გოგონათა ნაკრებმა ტოპ ათეულში მყოფი პოლონეთის გუნდი დამაჯერებლად დაამარცხა.
სწრაფ ჭადრაკში ამხანაგური შეხვედრა 2 დღეს მიმდინარეობდა.
ორი დღის განამავლობაში 12 მატჩი გაიმართა და საბოლოოდ, ქართველმა მოჭადრაკეებმა ანგარიშით 37,5 :28,5 გაიმარჯვეს.
საქართველოსა და პოლონეთის ნაკრებები ერთმანეთს ასეთი შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ:
საქართველოს ქალთა ნაკრები:
- ნანა ძაგნიძე (2524)
- ლელა ჯავახიშვილი (2473)
- ნინო ბაციაშვილი (2460)
- მერი არაბიძე (2437)
- სალომე მელია (2371)
- სოფიკო ხუხაშვილი (2334)
👑 პოლონეთის ქალთა ნაკრები:
- მონიკა სოჩკო (2421)
- კარინა სიფკა (2415)
- იოლანტა ზავადკა (2399)
- ივეტა რახლიჩი (2394)
- კლაუდია კულონი (2347)
- იულია ანტოლაკი (2313)
- ალისია სლივიჩკა (2311)
დღეიდან, საქართველოსა და პოლონეთის ამხანაგური შეხვედრა ევლისებურ ჭადრაკში გაგრძელდება.