მთავარი მსოფლიოინგლისი ,,შემოდგომის ერთა თასზე” ჯგუფებში ინგლისი და საფრანგეთი ლიდერობენ

,,შემოდგომის ერთა თასზე” ჯგუფებში ინგლისი და საფრანგეთი ლიდერობენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

,,შემოდგომის ერთა თასზე” მე-2 ტურის შეხვედრები გაიმართა.

A ჯგუფში ტურნირის მთავარმა ფავორიტმა ინგლისის ნაკრებმა ირლანდიას დამაჯერებლად, 18:7 სძლია.

მატჩის გმირი ბრიტანელთა გარემარბი ჯონი მეი აღმოჩნდა. მან დუბლი შეასრულა.

მგეზავმა ოუენ ფარელმა 8 ქულა დააგროვა. მან ერთი გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

ინგლისის ნაკრები ამ გამარჯვების შემდეგ 9 ქულას აგროვებს და ჯგუფი ერთპიროვნული ლიდერია.

ირლანდია და უელსი კი 4-4 ქულით II-III ადგილებს ინაწილებენ.
საქართველო კი უქულოდ, ბოლო პოზიციაზეა.

ბოლო ტურში ინგლისი უელსში ჩავა და პირველი ადგილის განაღდებას შეეცდება.
ირლანდია კი საქართველოსთან ბონუს-ქულით გამარჯვებას ეცდება.

B ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ შოტლანდიას დაძაბულ ბრძოლაში 22-15 სძლია და პირველი ადგილის დასაკავებლად უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

A ჯგუფი
ინგლისი 18:7 ირლანდია

ინგლისი: 2 ლელო: ჯონი მეი
გარდასახვა: ოუენ ფარელი
2 ჯარიმა: ოუენ ფარელი (2)

ირლანდია: ლელო: სტოკდეილი
გარდასახვა: ბარნსი

  1. ინგლისი 2 2 0 0 58:7 9
  2. ირლანდია 2 1 0 1 39:27 4
    3.უელსი 2 1 0 1 27:32 4
    4.საქართველო 2 0 0 2 0:58 0

28 ნოემბერი
უელსი : ინგლისი

29 ნოემბერი
ირლანდია : საქართველო

B ჯგუფი
შოტლანდია 15:22 საფრანგეთი

შოტლანდია: 5 ჯარიმა: დანკან ვეირი (5)
საფრანგეთი: ლელო: ვაკატავა
გარდასახვა: რამოსი
4 ჯარიმა: რამოსი (4)
არენკი: ჟალიბერი

  1. საფრანგეთი 2 2 0 0 50:15 9
  2. შოტლანდია 2 1 0 1 43:39 6
  3. იტალია 2 1 0 1 45:28 5
    4.ფიჯი 2 0 0 2 0:54 0

29 ნოემბერი
საფრანგეთი : იტალია
შოტლანდია : ფიჯი
ფიჯის ტექნიკური წაგება 0:28 ჩაეთვლება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი