მთავარი კალათბურთი გიორგი შერმადინის 13 ქულა და ,,ტენერიფეს” გამარჯვება ვალენსიაში

გიორგი შერმადინის 13 ქულა და ,,ტენერიფეს” გამარჯვება ვალენსიაში

ავტორი კახა მიხანაშვილი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში გიორგი შერმადინის ,,ტენერიფემ” სტუმრად, ,,ვალენსია” 6-ქულიანი სხვაობით 95-89 სძლია.

გიორგი შერმადინმა შეხვედრა სასტარტო ხუთეულში დაიწყო და პარკეტზე 26:01 წუთი გაატარა.
ქართველმა ცენტრმა 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

მატჩის MVP შერმადინის ბრაზილიელი თანაგუნდელი მარსელო უერტასი გახდა. სამხრეთ ამერიკელმა კალათბურთელმა 22 ქულა და 7 პასი დააგროვა.
კანარის კუნძულების გუნდის კანადელმა ლეგიონერმა აარონ დოორნეკამპმა თავი 17 ქულას, 7 მოხსნას და 1 პასს მოუყარა.

,,ვალენსიელმა”‘ კლემენ პრეპელიჩმა 20 ქულა ჩააგდო.

,,ტენერიფეს” 10 მოგება და 1 მარცხი გააჩნია. კანარის კუნძულელები ACB ლიგაში მადრიდის ,,რეალთან” ერთად I-II ადგილებს იყოფს.

გიორგი შერმადინის გუნდი შემდეგ შეხვედრას 6 დეკემბერს, შინ, ,,ობრადოიროსთან” ჩაატარებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი