უნგრეთის ჩემპიონატის მე-11 ტურის შეხვედრაში ,,ფეჰერვარის” ქართველმა ფეხბურთელმა ბუდუ ზივზივაძემ გოლის გატანა მოახერხა.
ზივზივაძემ ,,დვტკ”-ს კარი მე-80 წუთზე აიღო და ანგარიში 2-0 გახადა.
ქართველი ფორვარდი 85-ე წუთზე შეცვალეს.
ზივზივაძე უნგრეთის მიმდინარე ჩემპიონატში მესამე გოლი გაიტანა.
მატჩი ,,ფეჰერვარმა” 3-0 მოიგო და სატურნირო ცხრილში 19 ქულით ,,კიშვარდასთან” II-III ადგილებს იყოფს.