მთავარი მსოფლიოიტალია ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუჩერებელია – ,,მილანი” სერია A-ს ლიდერობას ინარჩუნებს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეუჩერებელია – ,,მილანი” სერია A-ს ლიდერობას ინარჩუნებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ,,მილანმა” ნეაპოლში, ,,ნაპოლს” 3-1 სძლია.

მატჩის გმირი ,,მილანის” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა.
შვედმა ფორვარდმა დუბლი გაიფორმა.

იბრაჰიმოვიჩს მიმდინარე იტალიის ჩემპიონატში 10 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დაცაში უპირობო ლიდერია.

ზლატანმა პირველი გოლი მე-20 წუთზე ფრანგ თეო ერნანდესის პასით გაიტანა.

54-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა. იბრაჰიმოვიჩს საგოლე პასი ხორვატმა ანტე რებიჩმა გაუკეთა.

ჯენარო გატუზოს გუნდმა სხვაობა მინიმუმამდე 63-ე წუთზე დაიყვანა.
,,როსონერის” კარი ბელგიელმა დრის მერტენსმა დალაშქრა.

65-ე წუთზე ,,ნაპოლი” კაცნაკლული დარჩა.
მსაჯმა წითელი ბარათი ფრანგ ტიმოე ბაკაიოკოს უჩვენა.

აღსანიშნავია, რომ იაევე როგორც გატუზო ბაკაიოკოც თავისი ყოფილ გუნდს უპირისპირდებოდა.

მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ,,მილანის” ნორვეგიელმა ლეგიონერმა იენს ჰაუგემ 2-ბურთიანი სტატუსკვო აღადგინა.

საბოლოოდ, ,,მილანმა” 3-1 გაიმარჯვა და 20 ქულით სერია A-ს ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.
მილანელებს მე-2 ადგილზე მყოფი ,,სასუოლო” 2 ქულით ჩამორჩება.

,,ნაპოლი” 1:3 ,,მილანი
20′ 54′ იბრაჰიმოვიჩი (0-1, 0-2), 63′ მერტენსი (1-2), 90+5′ ჰაუგე (1-3)
გაძევება: 65′ ბაკაიოკო (,,ნაპოლი”)

,,ინტერი” 4:2 ,,ტორინო”
45+2′ ძაძა (0-1), 62′ ანსალდი პენ. (0-2), 64′ ალექსი სანჩესი (1-2), 64′ 87′ პენ. ლუკაკუ (2-2, 3-2), 90′ ლაუტარო მარტინესი (4-2)

,,ფიორენტინა” 0:1 ,,ბენევენტო
52′ იმპროტა

,,რომა” 3:0 ,,პარმა”
28′ მაიორალი (1-0), მხითარიანი 32′ 40′ (2-0, 3-0)

,,სამპდორია” 1:2 ,,ბოლონია
7′ ტორსბი (1-0), 44′ რეჯინი ა.გ. (1-1), 54′ ორსოლინი (1-2)

,,ვერონა” 0:2 ,,სასუოლო
42′ ბოგა (0-1), 76′ ბარარდი (0-2)

,,უდინეზე” 1:0 ,,ჯენოა”
34′ დე პაული (1-0)
გაძევება: 90+7′ პერინი ( ,,ჯენოა”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი