მთავარი მსოფლიოგერმანია იოახიმ ლიოვის საკითხი 4 დეკემბერს გაირკვევა

იოახიმ ლიოვის საკითხი 4 დეკემბერს გაირკვევა

ავტორი კახა მიხანაშვილი

გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვისთვის ნდობის გამოცხადების და პოსტზე დატოვების საკითხს 4 დეკემბერს, სპეციალურად დანიშნულ შეხვედრაზე განიხილავს.

ლიოვს ,,წყალი მას შემდეგ შეუდგა”, რაც გერმანიის ნაკრებმა ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთთან 0:6 წააგო.

გერმანიის ფედერაციაში ყველა კომპეტენტური პირი შეიკრიბება და მომხდარის გაანალიზებას შეეცდება. ასევე განიხილავენ იმ ვერსიას თუ რა პერპექტივა აქვს ეროვნულ გუნდს ლიოვთან ერთად.

იოახიმ ლიოვი გერმანიის ნაკრებს სათავეში 2006 წლიდან უდგას.
მისმა გაწვრთნილმა გუნდმა 2014 წელს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ლიოვის ხელმძღვანელობით გერმანიის ნაკრებმა 189 მატჩი გამართა, საიდანაც 120 ორთაბრძოლა მოიგო.

ცნობილმა გერმანულმა ჟურნალმა ,,Kicker”-მა საკუთარ ვებგვერდზე გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხულთა 84%-მა მხარი იოახიმ ლიოვის ნაკრებიდან წასვლას დაუჭირა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი