მთავარი საქართველოლეგიონერები ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის ,,ტობოლმა” ევროპა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის ,,ტობოლმა” ევროპა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ყაზახეთის ჩემპიონატის მე-20 ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის ,,ტობოლმა” ,,ოკჟეტპესი” 2:0 დაამარცხა.

ჯაბა კანკავამ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობა დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა.
კვეკვესკირი კი მწვრთნელებმა მოედანზე 65-ე წუთზე შეიყვანეს.

,,ტობოლს” 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ქართველების გუნდი ლიდერ ალმაატის ,,კაირატს” 10 ქულით ჩამორჩება.

ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე კანკავა-კვეკვესკირის გუნდს 4 მატჩი აქვს დარჩენილი. იმისათვის, რომ კლუბმა ევროპა ლიგის საგზური გაინაღდოს მათთვის ერთი ქულის მოპოვებაც საკმარისი იქნება.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი