მთავარი მთავარი ,,ჩელსი” და ,,სევილია” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდნენ

,,ჩელსი” და ,,სევილია” ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში გავიდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ლონდონის ,,ჩელსი” და ,,სევილია” ითამაშებენ.

ანდალუსიელებმა რუსეთში მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში მაროკოელი ფორვარდის მუნირ ელ ჰადადის გოლით 2:1 მოიგეს.

ელ ჰადადის გოლამდე ,,სევილია” ხორვატმა ივან რაკიტიჩმა მე-4 წუთზე დააწინაურა.

,,კრადნოდარის” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ვანდერსონმა 56-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა.

2:1 მოიგო ,,ჩელსიმაც”.  ,,არისტოკრატებმა” საფრანგეთში ,,რენს” სძლიეს.

ლონდონელები 22-ე წუთზე დაწინაურდნენ.
მეისონ მოუნტის პასით გოლი კალუმ ჰადსონ-ოდოიმ გაიტანა.

85-ე წუთზე მასპინძლებმა სერუ გირაშის გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა ქულის მოპოვება მაინც ვერ მოახერხეს.

მატჩის მიწურულს ტიმო ვერნერი მეკარესთან პირისპირ გავიდა. ფრანგული კლუბის გოლკიპერმა გერმანელს ბურთი აუღო, თუმცა დამატებაზე ფრანგმა ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ იხეირა.

,,სევილიამ” და ,,ჩელსიმ” 4 ტურის შემდეგ 10-10 ქულა დააგროვეს და 1/8 ფინალში თამაში გაინაღდეს.

E ჯგუფი
,,კრასნოდარი” (რუსეთი) 1:2 ,,სევილია” (ესპანეთი)
4′ რაკიტიჩი (0-1), 56′ ვანდერსონი (1-1), 90+5′ ელ ჰადადი (1-2)

,,კრასნოდარი”: გოროდოვი, სმოლნიკოვი, მარტინოვიჩი, და სილვა, რამირესი, გაზინსკი, კაბელა (85′ უტკინი), ოლსონი (67′ ვილენა), სულეიმანოვი (46′ ვანდერსონი), კლაესონი (84′ ჩერნოვი),  ბერგი (67′ არი)
მთავარი მწვრთნელი: მურად მუსაევი

,,სევილია“: ვალჩიკი, კუნდე, გუდელი, დიეგო კარლოსი, ესკუდერო (61′ რეკიკი), , ოსკარი (63′ ჯორდანი), ფერნანდო, რაკიტიჩი (63′ ტორესი), ოკამპოსი (72′ იდრისი),  ელ ჰადადი, დე იონგი (72′ ენ ნესირი)
მთავარი მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

,,რენი” (საფრანგეთი) 1:2 ,,ჩელსი” (ინგლისი)
22′ ჰადსონ-ოდოი (0-1), 80′ გირასი (1-1), 90+1′ ჟირუ (1-2)

,,რენი“: გომისი, ტრაორე, და სილვა,
ნიამსი, ტრუფერი, ბურიგე, ნ’ ზონზი, კამავინგა (78′ გტენიე), დოკუ, ლეა სილიკი (63′ დელ.კასტილიო),  გირასი  (86′ ნიანგი)
მთავარი მწვრთნელი: ჟულიენ სტეფანი

,,ჩელსი“: მენდი, ასპილიკუეტა, ზუმა, ტიაგო სილვა, ჩიკუელი, ჯორჯინიო, კოვაჩიჩი (76′ ჰავერცი), ჰადსონ-ოდოი (75′ ზიეჩი) მოუნტი (68′ კანტე), ვერნერი (90+1′ ჯეიმსი) აბრაჰამი (68′ ჟირუ)
მთავარი მწვრთნელი: ფრენკ ლამპარდი

1. ,,ჩელსი” 4 3 1 0  9:1 10
2. ,,სევილია” 4 3 1  0 6:3 10

3. ,,კრასნოდარი” 4 0 2 0 4:9 2
4. ,,რენი” 4 0 1 3 1:5 1

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი