მთავარი მთავარი ჩემპიონთა ლიგაზე ,,რეალმა” ,,ინტერს” მეორედაც მოუგო

ჩემპიონთა ლიგაზე ,,რეალმა” ,,ინტერს” მეორედაც მოუგო

ავტორი კახა მიხანაშვილი

უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში მაფრიდის ,,რეალმა” მილანის ,,ინტერს” 2:0 სძლია.

,,ჩუზეპე მეაცას” სტადიონზე გამართულ პრინციპულ დაპირისპირებაში
,,რეალმა” სწრაფი გოლის გატანა მოახერხა.

მილანელებმა საკუთარ საჯარიმოში ნაჩო წააქციეს და მსაჯმა 11-მეტრიანი საჯარიმო დანიშნა.
პენალტის დარტყმა თავის თავზე ედენ აზარიმ აიღო. ბენელუქსელმა ფეხბურთელმა შანსი გამოიყენა და ,,სამეფო კლუბი” წინ გაიყვანა.

33-ე წუთზე ,,ინტერი” კაცნაკლული დარჩა.
მადრიდელთა საჯარიმოში საეჭვო სიტუაცია შეიქმნა. მასპინძლები მსაჯისგან პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ.

არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა, რასაც ჩილელ არტურო ვიდალის გაცხარება მოჰყვა.
სამხრეთ ამერიკელმა  ნერვები ვერ მოთოკა და რეფერის მისამართით არაერთი ,,ტკბილი” სიტყვა იხმარა.
ინგლისელმა არბიტრმა ვიდალს არ მოუთმინა და წითელი ბარათი აუფრიალა.

59-ე წუთზე ,,სამეფო კლუბმა” მეორე გოლი გაიტანა.
ჰანდანოვიჩის კარი შეცვლაზე რამდენიმე წუთის წინ შესულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა როდრიგომ დალაშქრა.
სამხრეთ ამერიკელმა ლუკას ვასკესის გადაცემით ეფექტური გოლი შეაგდო.

საბოლოოდ, ,,რეალმა” 2:0 გაიმარჯვა და 7 ქულით B ჯგუფში მე-2 ადგილზე გადავიდა.
,,ინტერი” კი 2 ქულით ჯგუფის აუტსაიდერია.

A ჯგუფიდან ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ,,ბაიერნი” გავიდა.
,,რეკორდმაისტერმა” ავსტრიული ,,ზალცბურგი” 3:2 დაამარცხა.

A ჯგუფი
,,ატლეტიკო” (ესპანეთი) 0:0 ,,ლოკომოტივი” (რუსეთი)

,,ბაიერნი” (გერმანია) 3:1 ,,ზალცბურგი” (ავსტრია) 
42′ ლევანდოვსკი (1-0), 52′ ვობერი ა.გ.  (2-0), 68′ სანე (3-0), 73′ ბერიშა (3-1)
გაძევება: 66′ როკა (,,ბაიერნი”)

1. ,,ბაიერნი” 4  4 0 0 15:4 12
2. ,,ატლეტიკო” 4 1 2 1 4:7 5
3. ,,ლოკომოტივი” 4 0 3  1 4:5 3
4.,ზალცბურგი” 4 0 1 3  7:14 პ1

B ჯგუფი
,,ინტერი” (იტალია) 0:2 ,,რეალი” (ესპანეთი)
7′ აზარი პენ. (0-1), 59′ როდრიგო (0-2)
გაძევება: 33′ ვიდალი (,,ინტერი”)

,,ინტერი“: ჰანდანოვიჩი, სკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი (46′ დ’აბროსიო), ჰაკიმი (63′ ა. სანჩესი), ბარელა, გალიარდინი (78′ სენსი),  ვიდალი, იანგი, ლუკაკუ (87′ ერიქსენი), ლაუტარო მარტინესი (46′ პერისიჩი)
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

,,რეალი”’: კურტუა, კარვახალი, ვარანი, ნაჩო, მენდი, მოდრიჩი, კროოსი, ოდეგაარდი (58′ კაზემირო),  აზარი (77′ ჟუნიორ ვინისიუსი), ლუკას ვასკესი, მარიანო დიასი (58′ როდრიგო)
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

1. ,,გლადბახი”  4 2 2 0 14:4 8
2. . ,,რეალი” 4 2 1 1 9:7 7
3.  ,,შახტარი” 4 1 1 2 3:12 4
4.,,ინტერი” 4 0 2 2 4:7 2

C  ჯგუფი
,,მარსელი” (საფრანგეთი) 0:2 ,,პორტუ” (პორტუგალია) 
39′ სანუსი (0-1), 72′ სერჟიო ოლივეირა პენ. (0-2)
გაძევება: 67′ გრიჯიჩი (,,პორტუ”), 71′ ბალერდი (,,მარსელი”)

1. ,,სიტი”‘ 4 4 0 0 10:1 10
2. ,,პორტუ” 4  3 0 1 8:3 9

3. ,,ოლიმპიაკოსი” 4 1 0 3 1:6 3
4. ,,მარსელი” 4 0 0 4  0:9  0

D ჯგუფი
,,ლივერპული” (ინგლისი) 0:2  ,,ატალანტა” (იტალია)
60′ ილიჩიჩი (0-1), 64′ გოსენსი (0-2)

,,აიაქსი” (ნიდერლანდები) 3:1 ,,მიდტიულანდი” (დანია)
47′ გრავენბეხი (1-0), 49′ მაზრაუი (2-0), 66′ ნერეში (3-0), 81′ მაბილი პენ. (3-1)
გაძევება: 90+2′ სვიატჩენკო (,,მიდტიულანდი”)

1. ,,ლივერპული” 4 3 0 1  8:2 9
2. ,,აიაქსი” 3 2 1 1  7:5 7
3.,,ატალანტა” 4 2 1 1 8:7 7
4.  ,,მიდტიულანდი” 4 0 0 4 2:11 0

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი