მთავარი მთავარი ,,დაბრუნდები სამოთხეში იქ სადაც შენი ადგილია” – ხუან მარტინ დელ პოტრო დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს

,,დაბრუნდები სამოთხეში იქ სადაც შენი ადგილია” – ხუან მარტინ დელ პოტრო დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებს

ავტორი კახა მიხანაშვილი

არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო სოციალურ ქსელ ,,ფეიაბუქზე” დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დელ პოტრო აცხადებს, რომ ეს არის ის დღე, რომელიც არასდროს არ უნდოდა დამდგარიყო.

ხუან მარტინ დელ პოტრო: ,,ეს არის ერთ-ერთი ის დღე, რომელიც არასდროს მინდოდა დამდგარიყო.
მთელი სამყარო მოწყენილია და განიცდის დიდი გენიოსის ამ ქვეყნიდან წასვლას.
დიეგო, შენ ჩემთვის არასდროს მოკვდები დიდო მეგობარო. ყოველთვის დარჩები ჩემს გულში და ყოველთვის ვიამაყებ შენით.
შენ დაბრუნდები სამოთხეში იქ სადაც შენი ადგილია.
ნათელში ამყოფოს შენი სული დიეგო მარადონა.” – წერს არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით საკუთარ ბინაში გარდაიცვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი