მთავარი საქართველოეროვნული ლიგა დღეს, ,,ქართული კლასიკო” გაიმართება

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატ ,,კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში” ერთმანეთს მტერ-მეტოქეები თბილისის ,,დინამო” და ქუთაისის ,,ტორპედო” დაუპირისპირდებიან.

მატჩი ,,დინამო არენაზე” გაიმართება.

,,დინამო” საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძვის.  ჩისკოს შეგირდებს ამ დროისთვის 31 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილის სათავეში არიან.
თბილისელები ბათუმის ,,დინამოს” 2 ქულით უსწრენ.

,,ტორპედო” კი ლიგა 1-ში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.
იმერლებს ამ დროისთვის 16 ქულა გააჩნიათ და ფლეი-აუტის ზონაში მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
იმერული გუნდი თანარეგიონელ ,,სამტრედიას” 3 ქულით ჩამორჩება.

,,დინამოს” და ,,ტორპედოს” საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 76 მატჩიდან,  38- ჯერ გამარჯვება დედაქალაქელებმა იზეიმეს, 21 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 17 დაპირისპირებიდან  გამარჯვებულები ინერლები გამოვიდნენ.

გუნდებს შორის ბურთების შეფარდება თბილისელთა სასარგებლოდ 123/69 გახლავთ.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია ,,დინამოელთა” საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა.

მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის 1 აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს.

ოთხბურთიანი სხვაობით ,,დინამოელებმა” მეტოქე 2013/2014 სეზონში დაამარცხეს.

XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მერვე ტურის მატჩში ,,დინამომ” ქუთაისის ,,ტორპედოს” 4:0 აჯობა.

2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ლიდერმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.
2013 წლის 4 მაისს ,,დინამო არენაზე”  თბილისელებმა 4:0 მოუგეს მეტოქეს და საქართველოს ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს.

,,ქართული კლასიკოს”  ყველაზე პოპულარული ანგარიშია 1:0, რომელიც ტაბლოზე 16- ჯერ დაფიქსირდა.

ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისში, საკუთარ სტადიონზე ,,ტორპედომ” ბოლოს 2011 წლის 21 სექტემბერს  2:1 მოიგო.

გოლი ქუთაისელებს ესპანელმა ალბერტ იაგუემ გაუტანა.

ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის ქუთაისში 2020 წლის 12 ივლისს გაიმართა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

დღევანდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი წარუძღვება. მას ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და ზ. მენთეშაშვილი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი გ. ვარდიძე გახლავთ.

 ,,ქართული კლასიკო” სტარტს 17:00 საათზე აიღებს.

წყარო: fcdinamo ge

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი