მთავარი მთავარი არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

არგენტინის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

არგენტინა ლეგენდარულ ფეხბურთელს დიეგო მარადონას ემშვიდობება.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ბუენოს-აირესში მდებარე საკუთარ სახლში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მარადონამ თვის დასაწყისში თავის ტვინის ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, რის გამოც ბოლო დღეებში თავს შეუძლოდ გრძნობდა.

გარდაცვალების მომენტში მარადონა თავის ძმისშვილ ჯონი ესპოზიტოსთან და რამდენიმე ექიმთან ერთად იმყოფებოდა.
საუზმის შემდეგ დიეგო შეუძლოდ გახდა და ფერი დაკარგა.

სასწრაფო დახმარების გამოძახებულმა მედიკოსებმა მარადონას ცოცხალს ვეღარ მიუსწრეს.

დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

0 კომენტარი
1

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი