მთავარი მთავარი რევანში შედგა – ,,ოლ ბლექსმა” არგენტინა გაანადგურა

რევანში შედგა – ,,ოლ ბლექსმა” არგენტინა გაანადგურა

ავტორი კახა მიხანაშვილი

რამდენიმე წუთის წინ დასრულებულ რაგბი ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა არგენტინას რევანში აუღო.

ავსტრალიის ქალაქ სიდნეის ,,ბანკვესტის” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში
,,ოლ ბლექსმა” სამხრეთ ამერიკელები 38:0 გაანადგურა და ორი კვირის წინ განცდილი მარცხისთვის პასუხი ასე აგებინა.

ზელანდიელებმა 5 ლელო, 5 გარდასხვა და ერთი ჯარიმა გაიტანეს.

ახალი ზელანდიიდან დუბლი ნაკრების ფულბეკმა უილ ჯორდანმა შეასრულა.
ჯორდანს დებიუტი ამავე ტურნირზე ავსტრალიის ნაკრებთან ჰქონდა.
დღეს, კი ,,ოლ ბლექსის” რიგებში მეორე კეპი მოიხვეჭა.

მის გარდა არგენტინელთა ჩათვლის მოედანში ბურთი კვაჭმა დენ ქოულზი, გარემარბმა არდი სავეამ და პატრიკ ტუიპულოტუმ დაამიწეს.

,,ოლ ბლექსის” მგეზავმა რიჩი მ’ ოუნგამ ხუთივე გარდასახვა გამოიყენა და ერთხელ ბურთი ძელებს შორის ჯარიმიდანაც გააძვრინა.

4 ლელოს დადების გამო ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბონუსად ერთი ქულა აიღო და 11 ქულით ტურნირზე ერთპიროვნული ლიდერი გახდა.
არგენტინას და ავსტრალიას 6-6 ქულა გააჩნიათ და II-III ადგილებს ინაწილებენ.

რაგბი ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს სწორედ ავსტრალია და არგენტინა შეერკინებიან.

სამწუხაროდ, წლევანდელ ტურნირზე მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა არ თამაშობს.

არგენტინა 0:38 ახალი ზელანდია
12′ დენ ქოულზი (0-5), 14′ რიჩი მ’ ოუნგა (0-7), 17′ რიჩი მ’ ოუნგა (0-10), 52′ არდი სავეა (0-15), 53′ რიჩი მ’ ოუნგა (0-17), 69′ უილ ჯორდანი (0-22), 70′ რიჩი მ’ ოუნგა (0-24), 72′ უოლ ჯორდანი (0-29), 73′ რიჩი მ’ ოუნგა (0-31), 80+5′ პატრიკ ტუიპულოტუ (0-36), 80+6′ რიჩი მ’ ოუნგა (0-38)

ბოლო მატჩის წინ

  1. ახ. ზელანდია 4 2 0 2 118:54 11
  2. არგენტინა 3 1 1 1 40:68 6
  3. ავსტრალია 3 1 1 1 44:80 6

ბოლო მატჩი
5 დეკემბერი
ავსტრალია : არგენტინა
დასაწყისი: 12:45 სთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი