რაგბი ჩემპიონატის შეხვედრაში ახალი ზელანდიის ნაკრებმა ტრადიციული ჰაკა აქ გარდაცვლილ ლეგენდარულ ფეხბურთელს დიეგო მარადონას მიუძღვნა.
არგენტინელების წინააღმდეგ გასამართი ორთაბრძოლის დაწყების წინ ,,ოლ ბლექსის” მორაგბეებმა მათი ეროვნული კვართი გამოიტანეს, რომელსაც 10 ნომერი და მარადონას გვარი ეწერა.
მარადონას მაისური მოედნის ცენტრში დააბრძანეს და შემდეგ ტრადიციული საბრძოლო რიტუალი ჰაკა შეასრულეს.
ახალ ზელანდიელებმა მოედანზე მარადონას მშობლიური ნაკრები არ დაინდეს და 38:0 დაამარცხეს.
,,ოლ ბლექსის” მორაგბეებმა ორი კვირის წინ წაგების გამო სამხრეთ ამერიკელებს რევანში აუღეს.