მთავარი მსოფლიოინგლისი ,,ლივერპულმა” პრემიერლიგაში 2 ქულა დაკარგა

,,ლივერპულმა” პრემიერლიგაში 2 ქულა დაკარგა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის შეხვედრაში ,,ლივერპულმა” სტუმრად, ,,ბრაიტონს” ქულები გაიყო. ორღაბრძოლა ფრედ 1:1 დასრულდა

2 ქულის დაკარგვის მიუხედავად, ,ბიტლომანთა ქალაქის” გუნდი პრემიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

მატჩში დაწინაურება მასპინძლებს
მე-20 წუთზე შეეძლოთ, თუმცა მერსესაიდელების კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ,,ბრაიტონის” ფრანგმა ფეხბურთელმა ნილ მაუპამ ვერ გამოიყენა.

34-ე წუთზე იორგენ კლოპის ბიჭებმა მეტოქის კარი აიღეს. გოლი ეგვიპტელმა ფორვარდმა მოჰამედ სალაჰმა გაიტანა.
ვიდეორეფეროსთან კონსულტაციის შემდეგ მთავარმა მსაჯმა გოლი გააუქმა.

მე-60 წუთზე ,,ლივერპულს” ლიდერად პორტუგალიელი დიეგო ჟოტა მოევლინა. მან მოჰამედ სალაჰის პასით ანგარიში გახსნა.

84-ე წუთზე ,,წითლებს” კიდევ ერთი გოლი არ ჩაუთვალეს.
ამჯერად ,,VAR”-მა სენეგალელ სადიო მანეს მხრიდან წესების დაცვით მეტოქის კარის აღებაში შეიტანა ეჭვი.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში ,,ლივერპულის” კარისკენ კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა. ამჯერად ბურთთან გერმანელი პასკალ გროსი მივიდა.
გროსმა გერმანული ხასიათი გამოავლინა და ბურთი მეტოქის კარში აუღელვებლად გაახვია.

,,ლივერპულს” 1 ქულის მოპოვების შემდეგ 21 ქულა გაუხდა და პრიერლიგის ერთპიროვნული ლიდერი გახდა, თუმცა მისი უშუალო კონკურენტი ,,ტოტენჰემი” თავის შეხვედრას 29 ნოემბერს, სტუმრად, ,,ჩელსისთან” ჩაატარებს და ლონდონურ დერბიში გამარჯვების შემთხვევაში ლიდერის მანტიას სწორედ ,,მამლები” მოირგებენ.

,,ბრაიტონი” 1:1 ,,ლივერპული”
60′ ჟოტა (0-1), 90+2′ გროსი პენ. (1-1)
გამოუყენებელი პენალტი: 20′ მაუპა (,,ბრაიტონი”)

,,კრისტალ პალასი” 0:2 ,,ნიუკასლი”
88′ უილსონი (0-1), 89′ ჯოელინტონი (0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი