მთავარი საქართველოლეგიონერები გიორგი ქვილითაიამ ჰეთთრიკი შეასრულა – ,,ანორთოსისი” ერთპიროვნული ლიდერი გახდა

გიორგი ქვილითაიამ ჰეთთრიკი შეასრულა – ,,ანორთოსისი” ერთპიროვნული ლიდერი გახდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

კვიპროსის ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრაში თემურ ქეცბაიას ფამაგუსტას ,,ანორთოსისმა” ,,პარალიმნი” 4:2 დაამარცხა და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

მატჩის გმირი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი გიორგი ქვილითაია გახდა. მან ჰეთთრიკი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაშიც უდიდესი წვლილი შეიტანა.

ქვილითაიამ სამიდან ორი გოლი პენალტით გაიტანა. გიორგიმ 11-მეტრიანის ნიშნულიდან მეტოქის კარი მე-13 და 53-ე წუთებზე აიღო.
ერთი გოლი კი 73-ე წუთზე გაიტანა.

გიორგი ქვილითაიას კვიპროსის ჩემპიონატში 6 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში კიდევ 4 ფეხბურთელთან ერთად ლიდერობს.

ქეცბაიამ ზემოთაღნიშნულ მატჩში ქვილითაია 79-ე წუთზე შეცვალა.
მატჩი სრულად გიორგი ლორიამ და მურთაზ დაუშვილმა ჩაატარეს.
თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმის გამო განაცხადში არ ყოფილა.

,,ანორთოსისს” ამ გამარჯვებით 26 ქულა დაუგროვდა და კვიპროსის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.
ქართველების გუნდი უშუალო კონკურენტ ,,აპოლონს” 3 ქულით უსწრებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი