მთავარი მსოფლიოგერმანია სენსაცია ბუნდესლიგაში – ,,დორტმუნდი” საკუთარ კედლებში ,,კიოლნთან”დამარცხდა

სენსაცია ბუნდესლიგაში – ,,დორტმუნდი” საკუთარ კედლებში ,,კიოლნთან”დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში სენსაცია დაფიქსირდა.

დორტმუნდში, ,,სიგნალ იდუნა პარკზე” გამართულ მატჩში ადგილობრივი ,,ბორუსია” ,,კიოლნთან” 1:2 დამარცხდა.

დაპირისპირების გმირი ,,კიოლნის” ტუნისელი ფეხბურთელი ელიეს სხირი გახდა.
მან დორტმუნდელებს ორი გოლი გაუტანა.

,,დორტმუნდს” ამ დროისთვის 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება.

გამარჯვებები მოიპოვეს ბუნდესლიგის ლიდერებმა მიუნხენის ,,ბაიერნმა” და ,,ლაიფციგმა”. 

ბავარიელებმა სტუმრად, ,,შტუტგარტს” 3:1 სძლიეს.
,,ლაიფციგმა” კი შინ, ,,არმინია” 2:1 დაამარცხა.

,,ბაიერნი” 22 ქულით ბუნდესლიგის ლიდერი გახლავთ.  ,,რეკორდმაისტერი” მე-2 პოზიციაზე მყოფ ,,ლაიფციგს” 2 ქულით უსწრებს. 

,,აუგსბურგი” 1:1 ,,ფრაიბურგი”
64′ გრიფო (0-1),  80′ ვარგასი (1-1)

,,დორტმუნდი” 1:2 ,,კიოლნი
9′ 60′ სხირი (0-1, 0-2), 74′ აზარი (1-2)

,,ლაიფციგი” 2:1 ,,არმინია”
29′ ანხელინო (1-0), 47′ ნკინკუ (2-0), 76′ კლოსი (2-1)
გამოუყენებელი პენალტი: 73′ სორლოტი (,,ლაიფციგი”)

,,შტუტგარტი” 1:3 ,,ბაიერნი”
20′ კულიბალი (1-0), 38′ კომანი (1-2),
45+1′ ლევანდოვსკი (1-2), 87′ დუგლას კოშტა (1-3)

,,უნიონი” 3:3 ,,აინტრახტი”
2′ ანდრიხი (1-0), 6′ კრუზე (2-0), 27′ 37′ ანდრე სილვა (2-1, 2-2), 79′ დოსტი (2-3), 82′ კრუზე (3-3)

,,ვოლფსბურგი” 5:3 ,,ვერდერი”
13′ ბიტენკურტი (0-1), 22′ ბაკუ (1-1), 25′ ბრუკსი (2-1), 36′ მოჰვალდი (2-2),  37′ ვეგჰორსტი (3-2), 47′ ბრუკსი ა.გ. (3-3), 76′ ვეგჰორსტი (4-3), 90-5′ ბიალეკი (5-3)
გაძევება: 80′ მოჰვალდი (,,ვერდერი”)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი