მთავარი მსოფლიოინგლისი ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ბარნლის” გადაუარა

,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ბარნლის” გადაუარა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ინგლისის პრემიერლიგის მე-10 ტურის მატჩში ,,მანჩესტერ სიტიმ” გაილაღა.

მანჩესტერის ,,ეტიჰად სტედიუმზე” გამართულ შეხვედრაში ,,ქალაქელებმა” ,,ბარნლი” 5:0 გაანადგურეს.

დაპირისპირებაში ჰეთთრიკი ალჟირელმა რიად მაჰრეზიმ შეასრულა.
სტუმართა კარში თითო-თითო გოლი ფრანგმა ბენჟამინ მენდიმ და ესპანელმა ფერან ტორესმა გაიტანეს.

ამ გამარჯვების შემდეგ ,,სიტიმ” ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა და ამ დროისთვის 15 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

,,მანჩესტერ სიტი” 5:0 ,,ბარნლი”
6′ 22′ მაჰრეზი (1-0, 2-0), 41′ მენდი (3-0), 67′ ფერან ტორესი (4-0), 69′ მაჰრეზი (5-0)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი