მთავარი საქართველოეროვნული ნაკრები 3 თამაში, 3 მოგება – საქართველოს ნაკრებმა ფინეთს სძლია

3 თამაში, 3 მოგება – საქართველოს ნაკრებმა ფინეთს სძლია

ავტორი კახა მიხანაშვილი

ევროპის შესარჩევ ტურნირზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მე-3 შეხვედრა ჩაატარა.

ქალაქ ოსპოში ქართველები ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მასპინძელია და აქედან გამომდინარე ჩვენი გუნდისთვის ამ ჯგუფში ნაჩვენებ შედეგს პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

მიუხედავად, ამისა ილიას ზუროსის ბიჭებმა მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს და სკანდინავიელებს 6-ქულიანი სხვაობით 91:85 სძლიეს.

მატჩი გმირი საქართველოს ნაკრებისა და ,,ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი გახდა. მან ორმაგი დუბლი შეასრულა.

შერმადინმა 34:14 წუთში 27 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა.

გიორგის კარგ თამაშში მხარი თორნიკე შენგელიამ აუბა.
,,ცსკას” კალათბურთელმა 19 ქულა დააგროვა.

14 ქულას თავი ,,სან პაბლო ბურგოსის”  გამთამაშებელმა თად მაკფადენმა მოუყარა.

გივი ბაქრაძეს და ალექსანდრე ფევაძეს საქართველოს ნაკრებში შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდათ.

ფევაძის ანგარიშზე 11 ქულა დაფიქსირდა, ხოლო ბაქრაძემ კი 10 ქულა ჩააგდო.

ფინეთის ნაკრებიდან შესანიშნავად ,,ტენერიფეში” გიორგი შერმადინის თანაგუნდელმა საშუ სალინმა ითამაშა.  მან 22 ქულა მოაგროვა.
13 ქულა ელიას ვალტონენმა მიითვალა.
გუნდს 12-12 ქულით შონ ჰაფი და ჯამარ უილსონი შეეწიენ.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა და 6 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია.

ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო შეხვედრას შვეიცარიასთან 30 ნოემბერს, ჩაატარებს.

1. საქართველო 3/0  6
2. სერბეთი 1/2 4
3. შვეიცარია 1/2 4
4.  ფინეთი 1/4

30 ნოემბერი
საქართველო : შვეიცარია
ფინეთი: სერბეთი

18 თებერვალი
საქართველო : სერბეთი
ფინეთი : შვეიცარია

21 თებერვალი
საქართველო : ფინეთი
სერბეთი : შვეიცარია

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი