მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსმა” ქულები დაკარგა – ,,ინტერმა” ადვილად მოიგო

,,იუვენტუსმა” ქულები დაკარგა – ,,ინტერმა” ადვილად მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის შეხვედრაში ტურინის ,,იუვენტუსმა” სტუმრად, ,,ბენევენტოსთან” ქულები გაიყო.

,,ჩირო ვიგორიტოს” სტადიონზე გამართული დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

,,ბებერი ქალბატონი” 21-ე წუთზე ესპანელი ფორვარდის ალვარო მორატას გოლით დაწინაურდა.
პირინეელს საგოლე გადაცემა ფედერიკო კიეზამ გაუკეთა.

პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა ანდრეა პირლოს შეგირდებს გოლი გადახდელში გაატანეს.
ვიოჩეხ სჩესნის კარი გაეტანო ლეტიციამ დალაშქრა.

მეორე ტაიმში ანგარიში ანგარიში აღარ შეცვლილა ტურინელებმა 2 ქულა დაკარგეს.

მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში იტალიის ყველაზე ტიტულოვან კლუბს ალვარო მორატა გაუძევეს
ესპანელი ფორვარდი სერია A-ს მომავალ მატჩში ,,იუვენტუსს” ვეღარ დაეხმარება.

იოლად მოიპოვა 3 ქულა მილანის ,,ინტერმა”.
ანტონიო კონტეს შეგირდებმა სტუმრად, ერთ-ერთი კონკურენტი ,,სასუოლო” 3:0 დაამარცხეს.

მილანელთაგან ანგარიში მე-4 წუთზე ჩილელმა ალექსის სანჩესმა გახსნა. მან არგენტინელ ლაუტარო მარტინესის პასით იხეირა.

მე-14 წუთზე ,,სასუოლოს” რუმინელმა მცველმა ვლად ჩირიჩესმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

მეორე ნახევარში, კერძოდ მე-80 წუთზე ,,ინტერმა” მესამე გოლიც გაიტანა. თავი რობერტო გალიარდინიმ გამოიჩინა.

განვლილი 10 ტურის შემდეგ ,,ინტერი” 18 ქულით სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილს იკავებს. ანტონიო კონტეს გუნდი ლიდერ ,,მილანს” 2 ქულით ჩამორჩება.

,,იუვენტუსი” კი 17 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

,,სასუოლო” 0:3 ,,ინტერი”
4′ ალექსის სანჩესი (0-1), 14′ ჩირიჩესი ა.გ. (0-2), 80′ გალიარდინი (0-3)

,,ბენევენტო” 1:1 ,,იუვენტუსი”
21′ მორატა (0-1), 45+3′ ლეტიცია (1-1)
გაძევება: 90+7′ მორატა ( ,,იუვენტუსი”)

,,ატალანტა” 0:2 ,,ვერონა
63′ ველოსო პენ. (0-1), 83′ ზაკანი (0-2)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი