მთავარი მსოფლიოესპანეთი ,,რეალი” მადრიდში ,,ალავესთან” დამარცხდა

,,რეალი” მადრიდში ,,ალავესთან” დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-11 ტურის მატჩში მადრიდის ,,რეალი” ,,ალავესთან” 1:2 დამარცხდა.

,,ალფრედო დი სტეფანოს” სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ,,ალავესის” ფეხბურთელებმა სწრაფი გოლი გაიტანეს.
მადრიდელთა კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ლუკას პერესმა გამოიყენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, კერძოდ 49-ე წუთზე ბასკურმა კლუბმა მეორე გოლი გაიტანა. თავი ხოსელუმ გამოიჩინა.

,,რეალმა” ერთადერთი ე.წ.პრესტიჟის გოლი მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა.
სტუმართა კარი ბრაზილიელმა კაზემირომ აიღო.

,,რეალი” ამ მარცხის შემდეგ 17 ქულით მე-4 ადგილზე დაქვეითდა.

,,რეალი” 1:2 ,,ალავესი
5′ პერესი პენ. (0-1), 49′ ხოსელუ (0-2), 86′ კაზემირო (1-2)

,,ელჩე” 1:1 ,,კადისი”
38′ ბოიე (1-0), 55′ ალვარო (1-1)
გაძევება: 45+4′ ბოიე (,,ელჩე”)

,,ვალენსია” 0:1 ,,ატლეტიკო” (მადრიდი)
79′ ლატო ა.გ. (1-0)

,,უესკა” 0:1 ,,სევილია
83′ ენ ნასირი (0-1)

,,ვალიადოლიდი” 1:1 ,,ლევანტე”
57′ მარკოს ანდრე (1-0), 83′ კამპანა პენ. (1-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი