მთავარი საქართველოლეგიონერები ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა

ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში მორიგი გოლი გაიტანა

ავტორი კახა მიხანაშვილი

ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთის ჩემპიონატის მე-12 ტურის მატჩში გოლი გაიტანა და ,,ფეჰერვარის” ,,ზალაეგერზეგთან” გამარჯვევაში დიდი წვლილი შეიტანა.

ზივზივაძემ მეტოქის კარის ბადეში ბურთი მე-12 წუთზე გაახვია და ანგარიში გახსნა.
ეს ბუდუსთვის უნგრეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მე-4 გოლი გახლავთ

,,ფერერჰარმა” 2:0 მოიგო და 22 ქულით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ზივზივაძის გუნდი ლიდერ ლაშა დვალის ,,ფერენცვაროშს” 4 ქულით ჩამორჩება.

,,ფერენცვაროშმა” ბუდაპეშტის ,,მტკ”-ს 2:0 მოუგო.
ლაშა დვალი გუნდის განაცხადში იყო, თუმცა მწვრთნელებმა ქართველი მცველი მოედანზე არ შეიყვანეს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი