მთავარი მთავარი კიუშუ ბაშოზე ლევან გორგაძემ 227-კილოგრამიანი მონღოლი გიგანტი დაამარცხა

კიუშუ ბაშოზე ლევან გორგაძემ 227-კილოგრამიანი მონღოლი გიგანტი დაამარცხა

ავტორი კახა მიხანაშვილი
336 ნახვა

კიუშუ ბაშოს მე-10 დღეს ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმეწონოსანი რიკიში მონღოლი სეკივაკე იჩინოჯო დაამარცხა.

ქართველმა მებრძოლმა 227-კილოიანი მონღოლი დოჰიოდან იორიკირის ილეთით გადადგა.

ლევან გორგაძემ ბაშოზე ბალანსი გაათანაბრა. მას ამჟამად 5 მოგება და 5 მარცხი გააჩნია.

კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ტოჩინოშინს დარჩენილ 5 შეხვედაში 3 მოგება ესაჭიროვება.

კიუშუ ბაშოს მე-11 დღეს ქართველი ოძეკი აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა იაპონელ ჩიოტარიოს დაუპირისპირდება. მასაც ქართველის მსგავსად გასული 10 ბრძოლის შემდეგ ბალანსი 5-5 აქვს.

 

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი