მთავარი მთავარი ორი მოგება კაჩი-კოშიმდე – ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-6 ბრძოლა მოიგო

ორი მოგება კაჩი-კოშიმდე – ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მე-6 ბრძოლა მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი
270 ნახვა

ამომავალი მზის ქვეყნის ქალაქ ფუკუოკაში მიმდინარე სუმოს წლის დასკვნით სუპერტურნირ კიუში ბაშოზე ქართველმა ოძეკმა ლევან გორგაძემ რიგით მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

ტოჩინოშინმა აღმოსავლეთის მე-5  მაეგაშირა  იაპონელი ჩიოტარიო დაამარცხა.  ქართველმა ბრძოლის დასაწყისში მეტოქეს მძლავრი ცუპარებით შეუტია და  წონასწორობა დააკარგვინა. ბოლოს კი აზიელი რიკიშს მუხლი მოეღუნა და დოჰიოზე დაენარცხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ლევან გორგაძეს ბაშოზე ბალანსი 6-5 გაუხდა.  ქართველ  რიკიშს კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად კიდევ 2 ბრძოლის მოგება სჭირდება.

ხვალ,  ბაშოზე ოძეკების ბრძოლა შედგება.  ერთმანეთის პირისპირ ტოჩინოშინი და ტაკაიასუ წარდგებიან.

განვლილი 11 დღს შემდეგ კიუშუ ბაშოს ერთპიროვნულად კომოსუბი ტაკაკეიშო ლიდერობს. მას 10 მოგება და ერთადერთი მარცხი გააჩნია.

ტაკაკეიშოს კვალში მე-9 მაეგაშირა დაიეიშო და მე-12 მაეგაშირა ბულგარელი აოიამა მიყვებიან.  მათ 9 მოგების წილ 2 წაგება აქვთ.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი