საქართველოს ნაკრების წევრმა, ლევან ფანცულაიამ ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ელვისებურ ჭადრაკში დიდი წარმატებით იასპარეზა.
ქართველმა დიდოსტატმა 11 შესაძლებლობიდან 9 ქულა დააგროვა და პირველობა პოლონელ რადოსლავ ვოიტაშეკთან, სომეხ რობერტ ჰოვანესიანთან, უკრაინელ ვლადიმირ ონიშუკთან და სერბ ალექსანდარ ინდიჩთან ერთად გაინაწილა.