ქართველმა დიდოსტატმა ნანა ძაგნიძემ მონაკოს კლუბ ,,მონტე-კარლოსთან” ერთად ონლაინჭადრაკში ევროპის საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ძაგნიძის გუნდმა A ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
იქ კი ,,მონტე კარლომ” 9 პარტიიდან 6 მოიგო, 2 ყაიმით დაასრულა და 1 ბრძოლა წააგო.
ნანა ძაგნიძის გუნდმა ფინალურ ეტაპზე 14 ქულა დააგროვა და რუსულ კლუბებს ,,უგრას” და ვოლგოგრადის ,,გამბიტს” დამაჯერებლად აჯობა.
ორივე სლავურმა კლუბმა თავი 11 ქულას მოუყარა და II-III ადგილები გაიყო.