საქართველოს ონლაინჩემპიონატი ელვისებურ ჭადრაკში 14-წლამდე ასაკის გოგონათა შორის ანასტასია ზარქუას გამარჯვებით დასრულდა.
ზარქუამ 9 შესაძლებლობიდან 7 ქულა მოიპოვა და შეჯიბრებაც ერთპიროვნულად, მოიგო.
ანასტასია ზარქუას ნახევარი ქულით ლიზი ფოჩხუა და მარიამ გვათუა ჩამორჩნენ.
დამატებითი მაჩვენებლებით ფოჩხუამ მე-2 ადგილი დაიკავა, ხოლო გვათუა მე-3 პოზიციაზე გავიდა.