მთავარი ვიდეო VIDEO: ოძეკების ბრძოლაში ტოჩინოშინი დამარცხდა

VIDEO: ოძეკების ბრძოლაში ტოჩინოშინი დამარცხდა

ავტორი კახა მიხანაშვილი
182 ნახვა

იაპონიის ქალაქ ფუკიოკას დარბაზ “კოკუსაი სენთერში” მიმდინარე კიუშუ ბაშოზე მე-12 დღის ბრძოლები შედგა.

ერთ-ერთ ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ ოძეკები ქართველი ლევან გორგაძე და იაპონელი ტაკაიასუ წარდგნენ.

დაძაბული ბრძოლა აზიელი რიკიშის გამარჯვებით დასრულდა. მან ლევანს უვატენაგეს ილეთით მოუგო.

ტოჩინოშინის ბალანსი ამ მარცხის შემდეგ განულდა.  მას ამჟამად 6 მოგების წილ 6 წაგება გააჩნია.

ლევნ გორგაძეს კაჩი-კოშის ანუ დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად დარჩენილ 3 შეხვედრაში 2 მოგების დაფიქსირება ესაჭიროება.

ოძეკი ტაკაიასუ კიუშუ ბაშოზე 10 მოგებითა და 2 წაგებით მე-2 პოზიციაზე იმყოფება და იუშუს მოპოვებისთვის იბრძვის.

ბაშოს კი იაპონელი კომოსუბი ტაკაკეიშო ლიდერობს.  მას 11 მოგება და მხოლოდ 1 წაგება გააჩნია.

კიუშუ ბაშოს მე-13  დღეს, ლიდერი ტაკაკეიშო აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ბულგარელ აოიამას დაუპირისპირდება.

ტაკაიასუს მეტოქე დასავლეთის მე-9 მაეგაშირა დაიეიშო იქნება.

ლევან გორგაძეს კი  ბრძოლა დასავლეთის მე-6 მაეგაშირა მონღოლ ტაკანოივასთან მოუწევს.

ვიდეო: adjarasport.com

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი