საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი 8-წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის ლუკა ქუნთელიამ და ანასტასია ქუთათელაძე მოიპოვეს.
ლუკა ქუთათელაძემ 100%-იანი შედეგი აჩვენა. მან 9 შეხვედრიდან 9 პარტიის მოგება მოახერხა.
მეორე ადგილზე 7,5 ქულით არჩილ ასათაშვილი გავიდა.
7 ქულით კი მესამე ადგილი ალექსი ინაურმა დაიკავა.
გოგანათა შორის, 7 ქულით ანასტასია ქუთათელაძემ ერთპიროვნულად გაიმარჯვა.
გამარჯვებულს ერთი ქულით ლიზა უგულავა ჩამორჩა.
ანასტასია ჭიჭინაძემ, ლილე ბუაძემ და მარიამ ნუკრაძემ 5.5 ქულა დააგროვეს.
დამატებითი მაჩვენებლებით მე-3 პოზიციაზე ანასტასია ჭიჭინაძე აღმოჩნდა.