საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ
პრო დ2-ში მე-15 ტურის შეხვედრები გაიმართა.
ტურის მატჩებში ჯამში 16-მა ქართველმა მორაგბემ ითამაშა.
,,ნევერსის” ქართველმა ბურჯმა გურამ პაპიძემ ,,ბეზიესთან” შეხვედრაში ლელო გაიტანა.
პაპიძემ მეტოქის ჩათვლის მოედანში ბურთი 55-ე წუთზე დაამიწა მაშინ, როდესაც მისი გუნდი 20-17 აგებდა.
პაპიძის ,,ლელოს” შემდეგ ,,ნევერსმა” უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა და შეხვედრა 30:20 მოიგო.
გურამ პაპიძე 56-ე წუთზე შეცვალეს.
,,ნევერსს” პრო დ2-ის სატურნირო ცხრილში 36 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.
,,ოიონასა” და ,,გრენობლის” მატჩში სამმა ქართველმა ითამაშა.
,,ოიონას” რიგებში შეხვედრა ორივე ქართველმა მარქაფაში დაიწყო, თუმცა ბექა კაკაბაძე ტრავმირებული მორაგბის ნაცვლად ბრძოლაში მე-8 წუთზე ჩაერთო და 78-ე წუთამდე იასპარეზა.
ირაკლი მირცხულავა მოედანზე 30-ე წუთზე შევიდა. მან მინდორზე 41-ე წუთამდე დაჰყო. ბოლოს კი იგი მოედანზე 71-ე წუთზე დააბრუნეს.
,,გრენობლის” სასტარტო შემადგენლობაში იყო ილია კაიკაციშვილი. იგი მწვრთნელებმა მოედნიდან 53-ე წუთზე გაიყვანეს.
,,ოიონამ” 27:35 წააგო და 41 ქულით ,,ბიარიცთან” ერთად III-IV ადგილებს იყოფს.
,,გრენობლი” კი 26 ქულით მე-11 ადგილზეა.
,,ბიარიცმა” ,,ვალენსესთან” 29:31 წააგო და მხოლოდ ბონუს-ქულას დასჯერდა.
,,ბიარიცის” სასტარტო თხუთმეტეულში ორი ქართველი უშანგი ჭეიშვილი და გიორგი ნუცუბიძე იყვნენ.
ჭეიშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა. ნუცუბიძე კი 54-ე წუთზე
ლუკა აზარიაშვილით შეცვალეს.
,,ვალენსეს” რიგებში მირიან ბურდულმა მოედანზე 48 წუთი დაჰყო.
,,ვალენსე” 21 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა მე-16 ადგილს იკავებს.
კარლენ ასიეშვილისა და თამაზ მჭედლიძის ,,რუანმა” ლუკა ნიორაძის, გიორგი ჯავახიასა და ჯემალ შათირიშვილის ,,ორიაკი” 20:13 დაამარცხა.
ასიეშვილი ბრძოლაში 60 წუთიდან, ხოლო მჭედლიძე 70 წუთიდან ჩაება.
ნიორაძე შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 66-ე წუთზე შეცვალეს.
ჯავახია და შათირიშვილი მარქაფიდან დაპირისპირებაში 51-ე და 56-ე წუთებზე შევიდნენ.
,,რუანს” 23 ქულა გააჩნია და მე-13 პოზიციაზეა, ხოლო ,,ორიაკი” 26 ქულით მე-10 საფეხურზე გახლავთ.
ლიდერ ,,ვანთან” მინიმალური სხვაობით 19:20 წააგო ბექა შეყლაშვილის ,კოლომიერსმა”.
შეყლაშვილმა 37-ე წუთამდე ითამაშა.
,,კოლომიერსი” 39 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება.
აუტსაიდერების მატჩში ლუკა გოგინავას და ზაურ თევდორაშვილის ,,ანგულემი” ,,მონ დე მარშანთან” 20:27 დამარცხდა და 15 ქულით ბოლო მე-16 ადგილზე დარჩა.
გოგინავას შეხვედრა სრულად ჩაატარა.
თევდორაშვილი მოედანზე 50&ე წუთზე შევიდა.