საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ
პრო დ2-ში მე-15 ტურის შემდეგ დუდუ ქუბრიაშვილისა და ვახტანგ ჯინჭარაძის ,,პერპინიანი” გალიდერდა.
ქართველების გუნდმა სტუმრად, ,,პროვენსე” 41:34 დაამარცხა.
,,პერპინიანის” სასტარტო შემადგენლობაში დუდუ ქუბრიაშვილი გახლდათ. მან მოედანზე 64 წუთი დაჰყო.
მწვრთნელებმა ქუბრიაშვილის ნაცვლად მოედანზე ვახტანგ ჯინჭარაძე შეიყვანეს.
ამ გამარჯვების შემდეგ ,,პერპინიანმა” 54 ქულა დააგროვა და ,,ვანს” 1 ქულით გადაასწრო.