მთავარი მსოფლიოიტალია ,,რომა” და ,,ინტერი” უხვგოლიან ბრძოლაში დაზავდნენ

,,რომა” და ,,ინტერი” უხვგოლიან ბრძოლაში დაზავდნენ

ავტორი კახა მიხანაშვილი

იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,რომა” და მილანის ,,ინტერი” დაუპირისპირდნენ.

რომის ,,ოლიმპიურ სტადიონზე” გამართული შეხვედრა უხსვგოლიანი და თვალსასეირო გამოდგა. გუნდებმა 2-2 გოლი გაიტანეს და აქტივში თითო ქულა ჩაიწერეს.

ანგარიში მე-17 წუთზე რომაელმა ლორენცო პელეგრინიმ გახსნა. მან ბურთი საჯარიმოს სიახლოვეს მიიღო და ზუსტი დარტყმით სამირ ჰანდანოვიჩის კარში გაახვია.

56-ე წუთზე წონასწორობა სლოვაკმა მილან სკრინიარმა აღადგინა.
მან ხორვატ მარსელო ბროზოვიჩის კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მეყოქის კარში თავით გადაგზავნა.

63-ე წუთზე მაროკოელმა აშრაფ ჰაკიმმა ულამაზესი გოლი გაიტანა. მან მოხდელი დარტყმით ბურთი ,,რომას” კარის ცხრიანში ჩასვა და ,,ინტერი” დააწინაურა.

მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე მასპინძლებმა თამაში გადაარჩინეს.
გოლი ჯანლუკა მანჩინიმ გაიტანა.

საბოლოოდ, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.

ან შედეგის გათვალისწინებით, ,,ინტერს” 37 ქულა გაუხდა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე იმყოფება.
ანტონიო კონტეს ბიჭები ლიდერ ,,მილანს” 3 ქულით ჩამორჩებიან.
,,რომა” კი 34 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს.

,,რომა” 2:2 ,,ინტერი”
17′ პელეგრინი (1-0), 56′ სკრინიარი (1-1), 63′ ჰაკიმი (2-2), 86′ მანჩინი (2-2)

,,რომა“: ლოპესი, მანჩინი, სმოლინგი, იბანიესი, კარლდორპი, ვირალ დელ ფრაილი, ვერეტო (78′ კრისტანტე), სპინაცოლა (73′ პერესი), პელეგრინი, მხითარიანი, ჯეკო (89′ მაიორალი)
მთავარი მწვრთნელი: პაოლო ფონსეკა

,,ინტერი“: ჰანდანოვიჩი, სკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი, ჰაკიმი (82′ კოლაროვი), ბარელა, ბროზოვიჩი, ვიდალი (82′ გალიარსინი), დარმიანი (34′ იონგი), ლაუტარო მარტინესი (77′ პერისიჩი), ლუკაკუ
მთავარი მწვრთნელი: ანტონიო კონტე

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი