მთავარი საქართველოლეგიონერები ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა ჯაფარიძის ,,ბრივმა” ტოპ 14-ში 19-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო

ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა ჯაფარიძის ,,ბრივმა” ტოპ 14-ში 19-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოიგო

ავტორი კახა მიხანაშვილი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატ ტოპ 14-ში მე-14 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ვასილ ლობჟანიძისა და ლუკა ჯაფარიძის ,,ბრივმა” მიხეილ ნარიაშვილის ,,მონპელიეს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით 23:22 მოიგო.

შეხვედრის პირველ ტაიმში ,,მონპელიემ” 19:0 გაიმარჯვა.
მეორე ნახევარში კი მასპინძელთა სასარგებლოდ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

,,ბრივის” სასტარტო შემადგენლობაში ბურჯი ლუკა ჯაფარიძე და ჰავბეკი ვასილ ლობჟანიძე იყვნენ.

ლობჟანიძე მწვრთნელებმა 48-ე წუთზე შეცვალეს.
ჯაფარიძე კი მოედნიდან 61-ე წუთზე გაიყვანეს.

სტუმართა რიგებში მარქაფიდან ბრძოლაში მიხეილ ნარიაშვილი 52-ე წუთზე ჩაერთო.

,,ბრივმა” აქტივში 4 ქულა ჩაიწერა და 26 ქულით მე-9 ადგილზე გადავიდა.
,,მონპელიემ” კი მხოლოდ ერთი ბონუს-ქულა მოიპოვა და 19 ქულით ბოლოსწინა მე-13 ადგილზე იმყოფება.

ლექსო ყაულაშვილის ,,ბორდომ” შინ, ,,ლიონი” 31-9 გაანადგურა და 5 ქულის აღების შემდეგ ტოპ 14-ის სატურნირო ცხრილში 33 ქულით მე-7 ადგილამდე დაწინაურდა.

ყაულაშვილმა ,,ჟირონდელების” რიგებში 66-ე წუთიდან ითამაშა.

გამარჯვება იზეიმა გიორგი ბერიას ,,კლერმონმაც”.

,,კლერმონმა” გასვლაზე ,,პაუს” 42:31 სძლია.

ბერია მოედანზე 64-ე წუთზე შევიდა.

,,კლერმონს” ამ დროისთვის 33 ქულა აქვს და მე-8 პოზიციას იკავებს.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი