მთავარი მსოფლიოიტალია ,,იუვენტუსმა” სერია A-ში მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა

,,იუვენტუსმა” სერია A-ში მიჯრით მე-3 გამარჯვება იზეიმა

ავტორი კახა მიხანაშვილი

სერია A-ს მე-17 ტურის შეხვედრაში ტურინის ,,იუვენტუსმა” გამარჯვება მოიპოვა და საჩემპიონო მარათონში დაბრუნდა.

ტურინის, ,,ალიანს სტედიუმზე” გამართულ მატჩში ,,ბებერმა ქალბატონმა” ,,სასუოლოს” დამაჯერებლად 3:1 სძლია.

სტუმრებმა მთელი მეორე ნახევარი კაცნაკლულმა ითამაშეს.
ტაიმის მიწურულს მსაჯმა ,,სასუოლოს” მოედნიდან ეკვატორული გვინეა წარმომადგენელი პედრო ობიანგი გაუძევა.

შეხვედრაში ანგარიში 50-ე წუთზე გაიხსნა.
,,იუვენტუსის” ბრაზილიელმა ფეხბურთეელმა დანილო შორის მანძილიდან ზუსტი დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

58-ე წუთზე წონასწორობა ფრანგმა გრეგორი დეფრელმა აღადგინა.
მან კოტ’დიუვარელ ჰამედ ტრაორეს პასით იხეირა.

ანდრეა პირლოს ბიჭები 82-ე წუთზე დაწინაურდნენ. გოლის გატანა უელსელმა აარონ რემსიმ მოახერხა. მან ჯანლუკა ფრაბოტას პასი დედის რძესავით შეირგო.

მატჩის საბოლოო ანგარიში 3-1  პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა კრუსტიანუ რონალდუმ მსაჯის მიერ კონპენსირებულ დროში დააფიქსირა.

,,იუვენტუსს” სერია A-ში 33 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილზე დამკვიდრდდა.
ტურინელები ლიდერ ,,მილანს” 7 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა მათთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

,,იუვენტუსი” 3:1 ,,სასუოლო”
50′ დანილო (1-0),  58′ დეფრელი (1-1), 82′ რემსი (2-1), 90+2′ რონალდუ (3-1)
გაძევება: 45+2′ ობიანგი (,,სასუოლო)

,,პარმა”  0:2 ,,ლაციო
55′ ალბერტო (0-1), 67′ კაისედო (0-2)

,,უდინეზე” 1:2 ,,ნაპოლი
15′ ინსინიე პენ. (0-1), 28′ ლასანა (1-1), 90′ ბაკაიოკო (1-2)

,,ვერონა” 2:1 ,,კროტონე”
17′ კალინიჩი (1-0), 25′ დიმარკო (2-0), 55′ მესიასი (2-1)

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი