მთავარი მთავარი ,,ძალიან დაგვაკლდები ჩემო დიდო ძმაკაცო” – გაგამარუ დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

,,ძალიან დაგვაკლდები ჩემო დიდო ძმაკაცო” – გაგამარუ დავით ხახალეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

ავტორი კახა მიხანაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონის დავით ხახალეიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე” ვეტერანი ქართველი სუმოისტი თეიმურაზ ჯუღელი გამოეხმაურა.

გაგამარუ ლეგენდარული სპორტსმენის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დავით ხახალეიშვილის ოჯახს და სრულიად საქართველოს.

გაგამარუ: ,,ჩემო დიდო მეგობარო,  შენი წასვლით ყველას ჩაგვწყვიტე გული.
ყველას დიდი ტკივილი მოგვადგა. ყველას, გაგვიძნელდება უშენობა,  ძალიან  დაგვაკლდები ჩემო დიდო ძმაკაცო.

მახსოვს რომ დამირეკავდი და გულიანად მამხნევებდი.  როგორ ხარ ვეშაპო?
ბევრ რჩევას მაძლევდი და მართლა გულიანად მჯეროდა შენი თითეული სიტყვის ჩემო უსაყვარლესო ძმაკაცო.
შენი დიდი სპორტსმენობის შემხედვარემ  დავიწყე ძიუდოზე ვარჯიში და როცა გაგიცანი ორმაგად შემიყვარდა სპორტიც და ჩემი ოლიპიური ჩემპიონი დათო ხახალეიშვილი.
სულ გეუბნებოდი მარტო ტატამიზე არ ყოფილხარ ჩემპიონი ადამიანობაში უფრო მაგარი ჩემპიონი ხართ თქო.
მართლა ასე იყო  გვიყვარხარ და ყოველთვის  ასე იქნება.
ვუსამძიმრებ ამ უდიდეს ტკივილს ოჯახს და მთლიანად საქართველოს”- წერს სოციალურ ქსელში სუმოისტი გაგამარუ.

ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი 49 წლის ასაკში დღეს გარდაიცვალა.

0 კომენტარი
0

მსგავსი პუბლიკაციები

დატოვეთ კომენტარი